იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, რაჭაში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - გარემოს ეროვნული სააგენტო

13.02.24 18:24
იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, რაჭაში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - გარემოს ეროვნული სააგენტო

იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები - ამ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, გეოლოგების სამი სტიქიის ზონებში მოვლენებს სწავლობს. 

სააგენტოს ინფორმაციით, 6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა 541 ოჯახი შეფასეს, მათ შორის, აჭარაში, საიდანაც გაყვანას 300-მდე ოჯახი დაექვემდებარა.  

6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 541 ოჯახი (მათ შორის აჭარის რეგიონში), გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 300-მდე ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები