ლევან ვასაძე რას იტყვის ბიძინა ივანიშვილზე, ეს არ ცვლის საქართველოს დღევანდელ მოცემულობას - ცამციშვილი

13.02.24 19:16
ლევან ვასაძე რას იტყვის ბიძინა ივანიშვილზე, ეს არ ცვლის საქართველოს დღევანდელ მოცემულობას - ცამციშვილი

„ლევან ვასაძე რას იტყვის ბიძინა ივანიშვილზე, ეს არ ცვლის საქართველოს დღევანდელ მოცემულობას. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა განწირულია სიღარიბისთვის - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა.

ცამციშვილის თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ სახლში გაშვება და შემდეგ რეფორმების გზით ქვეყნის სწრაფად გამდიდრება.

ლევან ვასაძე რას იტყვის ბიძინა ივანიშვილზე  არ ცვლის იმ მოცემულობას, რა მოცემულობის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, მოცემულობა კი არის შემდეგში, რომ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა განწირულია სიღარიბისთვის, უმუშევრობისთვის და გამორიცხულია „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ შევძლოთ სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. გამოსავალი კი ერთია, 2024 წლის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ სახლში გაშვება და შემდეგ უკვე რეფორმების გზით ჩვენი ქვეყნის სწრაფად გამდიდრება.“ - განაცხადა თემურ ცამციშვილმა
 

მსგავსი სიახლეები