პრორუს ოლიგარქად მოხსენიებული ივანიშვილი და პრემიერის უარი მიუნხენის კონფერენციას - რაც ვერ გაბედა კობახიძემ, გააკეთებს ზურაბიშვილი

13.02.24 20:02
პრორუს ოლიგარქად მოხსენიებული ივანიშვილი და პრემიერის უარი მიუნხენის კონფერენციას - რაც ვერ გაბედა კობახიძემ, გააკეთებს ზურაბიშვილი

 

საქართველოს ახალი პრემიერი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციას არ ჩავა. მიზეზი, სავარაუდოდ, კონფერენციის ანგარიშია. ირაკლი კობახიძემ სავარაუდოდ, უარი თქვა მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად იმ დარბაზში ყოფილიყო,  სადაც ბიძინა ივანიშვილს პრორუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაში ადანაშაულებენ. რაც ვერ გაბედა კობახიძემ, გააკეთებს ზურაბიშვილი. პრეზიდენტი ისე მიდის მიუნხენში, რომ მთავრობის ნებართვა არც ამჯერად აუღია. 

ზურაბიშვილის მორიგი დემარში კი მორიგი თავდასხმის მიზეზი გახდა "ქართული ოცნების" მხრიდან. ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი, კონსტიტუციის დამრღვევი რადიკალი, რომელსაც  პრეზიდენტის მანტია აქვს მოსხმული - ამ სიტყვებით ზურაბიშვილს ლანძღავდა ყველა, ვისაც კამერასთან და მიკროფონთან წვდომა ქონდა. მამუკა მდინარაძემ კი პრეზიდენტი დღეს დოკუმენტების გაყალბებაშიც დაადანაშაულა. უმრავლესობის ლიდერი ირწმუნება, რომ მას შემდეგ რაც ალიევის მილოცვაზე  აჟიოტაჟი ატყდა, ზურაბიშვილის  ადმინისტრაციამ წერილი შეცვლილი თარიღით გამოაქვეყნა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები