"ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლებიც კონვერტებს იღებენ - მეზვრიშვილი "შავ სალაროზე"
""ოცნებაში" იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც კონვერტებსაც იღებდნენ," - ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ნათია მეზვრიშვილი "დღის ამბებთან" აკეთებს.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ გეგმავს პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით მიმართოს.
მე კონვერტებს არ ვიღებდი და ვერც ვერავინ გამიბედავდა, რომ კონვერტი შემოეთავაზებინა. მაგრამ "ოცნებაში" იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც იმ ყველაფერს, რასაც დღეს კადრულობენ, შუბლის ძარღვი რომ გაიწყვიტეს და ყველანაირი წითელი ხაზი რომ გადაკვეთეს, კონვერტებსაც იღებდნენ, სახლშიც აქვთ დაწყობილი, ოჯახის წევრებზეც აქვთ გადაფორმებული და დაწყობილი ეს ყველაფერი, პასუხისმგებლობასაც, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ, მაგათ მოვუწოდებდი, რომ ფრთხილად იყვნენ, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რას ეხებიან.
ოცნების შემომწირველებმა 250 ათასი ლარი, 260 ათასი ლარი, 300 ათასი ლარი, ნახევარი მილიონი გადრიცხული რომ აქვთ პარტიის ბიუჯეტში, კობახიძემ აკრიფა ეს ფული შავი ფულის ამკრებმა.
კალაძე-კობახიძის დაჯგუფებაზე - კობახიძე კრეფს და კალაძე მშენებლობის ნებართვებს იძლევა - კალაძე მისცემს ნოშრევან ნამორაძე მშენებლობის ნებართვას, ის მერე 250 ათას მიიტანს "ოცნების" სალაროში, კობახიძე იქიდან შავ ფულს - 150 ათას აკრეფს და წაირებს პარტიაში, მერე ამას გამოიუყენებენ არჩევნების გასაყალბებლად, ეს არის მისი პლიუსი, ამიტომ დანიშნა ივანიშვილმა პრემიერად,“ - ამბობს მეზვრიშვილი.