დავით გურწიევის საკითხი დაისვა, რადგან მოსახლეობა ახალგორში არის შეშინებული - ანთაძე

13.02.24 19:44
დავით გურწიევის საკითხი დაისვა, რადგან მოსახლეობა ახალგორში არის შეშინებული - ანთაძე

"დავით გურწიევის საკითხი დაისვა, ვინაიდან ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობა ახალგორში არის შეშინებული, ასევე, ამან გამოიწვია გარკვეული რეაქციები საოკუპაციო ხაზის აქეთ მცხოვრებ მოსახლეობაში," - ეს განცხადება სუს-ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ანთაძის თქმით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოთხი მწვავე საკითხი დააყენა, მათ შორის ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში მსჯავრდებული გურწიევის ე.წ. საოლქო პროკურორად დანიშვნის განზრახვას. 

დავით გურწიევის საკითხი დაისვა, ვინაიდან ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობა ახალგორში არის შეშინებული, ასევე, ამან გამოიწვია გარკვეული რეაქციები საოკუპაციო ხაზის აქეთ მცხოვრებ მოსახლეობაში. აღინიშნა, რომ ეს პირი არის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის. ვიმედოვნებ, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას არ შეექმნება არანაირი საფრთხე. თავისთავად ასეთი პირის დანიშვნის ფაქტმა გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეული რეაქცია. ჩვენ მოგვაქვს ფორმატის მონაწილეებთან ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დაცული და მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნებათ. მათ დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავი შეიკავეს. რეაქცია იყო მხოლოდ ფორმალური. იმის თქმა მინდა, რომ არანაირი კონკრეტული დეტალები ჩვენს ინტერვენციაზე მათ არ წარმოუდგენიათ", - თქვა ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები