ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სკანდალებში მხილებული ოლიგარქების გარემოცვის კონტროლის ქვეშ გადადის

13.02.24 20:21
ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სკანდალებში მხილებული ოლიგარქების გარემოცვის კონტროლის ქვეშ გადადის

 

ანტიკორუფციული ბიურო ივანიშვილის გარემოცვის კონტროლის ქვეშ გადადის. ოლიგარქისა და მინი ოლიგარქების კლანის  წევრი უწყებაში არაფორმალურ მმართველად მიავლინეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დაადგინა  ვასილ ბაბლუანის  ბიზნეს კავშირები, უჩა მამაცაშვილთან, ვანო ჩხარტიშვილთან და   ივანიშვილთან.  როგორ უნდა იმუშაოს ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციულ სკანდალებში მხილებული ოლიგარქების საქმეებზე, როცა უწყების  არაფორმალური შეფი მათი სწორედ გარემოცვიდან არის. 

ამიტომ უწყების დამოუკიდებლობის მიმართ იმაზე მეტი კითხვა გაჩნდა ვიდრე აქამდე იყო.  არადა ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდა, შეექმნა  ეფექტური უწყება, რომელიც ჩინოვნიკების დაუსაბუთებელი გამდირების შემთხვევებს გამოიძიებდა.  რეფორმა, რომელიც ოცნებამ თითქოს გაატარა დაიწუნეს, თუმცა  პრობლემის მოგვარების ნაცვლად ხელისუფლებამ  სამსახური ივანიშვილის   გარემოცვას ჩააბარა.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები