რას მალავენ ყოფილი პრემიერები - წყობიდან გამოსულმა გახარიას გუნდმა იერიში "ტვ პირველზე" მიიტანა

13.02.24 20:27
რას მალავენ ყოფილი პრემიერები - წყობიდან გამოსულმა გახარიას გუნდმა იერიში "ტვ პირველზე" მიიტანა

 

რას მალავენ ყოფილი პრემიერები. ათასობით  განკარულება, რომელიც  ხელმიუწვდომელია. მხოლოდ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში მთავრობის 1300-ზე მეტი განკარგულება დავთვალეთ, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებულია. შემდეგ კი ეს პრაქტიკა ირაკლი ღაიბაშვილმა კიდევ უფრო წარმატებით  გადაიბარა, რომელმაც საერთოდ შეზღუდა წვდომა სამთავრობო დოკუმენტაციაზე.  რატომ?  - გახარიას გუნდი ამის მიზეზად მთავრობის ვებ გვერდის რეკონსტრუქციას ასახელებს, თუმცა დღეს თავად "ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ ე.წ. რეკონსტრუქცია მხოლოდ გამოგონილი მიზეზი იყო. 

წყობიდან გამოსულმა  ექს-პრემიერის გუნდმა შეტევა "ტვ პირველზე" გადაწყვიტა. გვაბრალებენ ირაკლი კობახიძის ინტერესების გატარებას. "ტვ პირველი" კორუმპირებულ მოქმედ პრემიერს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში ეხმარება - ეს ციტატაა ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგიდან. გადამალული დოკუმენტების სკანდალს დღეს "მთის ამბების" რედაქტორიც გამოეხმაურა. გელა მთივლიშვილი იხსენებს, როგორ გახდა ის გახარიას გუნდის სამიზნე მას შემდეგ, რაც ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, სადაც ექს-პრემიერის ხელმოწერით რაჭის ტყეები დავით ხიდაშელს გადაეცა.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები