"მოჩვენებითია" - დეკანოიძე ახალი პრემიერის მიერ კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადებაზე

13.02.24 21:40
"მოჩვენებითია" - დეკანოიძე ახალი პრემიერის მიერ კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადებაზე

„ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი,“ - ამ განცხადებას „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე „რეაქციაში“ აკეთებს და პრემიერ კობახიძის მიერ კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადებას ეხმაურება.

დეკანოიძის თქმით, კორუფციასთან საბრძოლველად ყველა ინსტიტუტი დამოუკიდებელი უნდა იყოს.

2018 წელს მურუსიძე უვადოდ განამწესეს, 2022 წელს კონფერენციამ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამის შემდეგ კლანი, რომელიც არსებობს სასამართლოში, ჩაიხუტა გულში ქართულმა „ოცნებამ“.
„ქართული ოცნების“ დროს, უპრეცენდენტო კორუფციულ ჭაობში, 12 რეკომენდაციის პარალელურად, რომ უნდა გაკეთებულიყო პრაქტიკულად ყველა რეფორმა კრიმინალური იუსტიციის მიმართულებით, ახალი ველოსიპედი კი არ არის საჭირო, ვენეციის კომისიამ განგვისაზღვრა, რა უნდა გაკეთდეს. 
ახლა მამაცაშვილის, ბიძინას კლანი დაინიშნა ანტიკორუფციულში. ანტიკორუფციულს თუ არ აქვს საგამოძიებო ეფექტური მექანიზმი, თუ ანტიკორუფციულს ანტიკორუფციული პროკურატურა არ უწევს ზედამხედველობას, თუ ეს ყველაფერი არ არის დამოუკიდებელი, ნაფიცი მსაჯულების განსჯადობის არეალი არ იქნება გაზრდილი, რაც არის ხალხის გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა, რაჟდენ კუპრაშვილისნაირი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელები ჰყოლია ძალიან ბევრ ქვეყანას - შევარდნაძესაც ჰყავდა ვიღაც პროკურორები კორუფციას ებრძვიანო, პლახატნუკსაც ჰყავდა ვიღაც პროკურორები... 
ამ ქვეყანაში უნდა აიწყოს ისეთი სისტემა, როდესაც არცერთ ხელისუფალს, არცერთ პოლიტიკოსს აღარ ექნება იმის ხიბლი, ვინმეს დაჭერის გადაწყვეტილება თვითონ გასცეს,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

 

მსგავსი სიახლეები