პარტიები და საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ ნაქურდალი უნდა დააბრუნებინო და პასუხი უნდა აგებინო - კუპრაძე
„პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ნაქურდალი უნდა დააბრუნებინო და პასუხი უნდა აგებინო,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე აკეთებს.
როგორც ირაკლი კუპრაძე ამბობს, შეთანხმება უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქონება, რომელიც მაღალჩინოსნებმა მიითვისეს, უკან დაუბრუნეს ხალხს.
ევროპის ყველა ქვეყანაში არსებობს დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონი, გაკულაკება არის საბჭოთა დანაშაული, არარსებული შურისძიება, რაც ხდებოდა „ქართული ოცნების“ და ენმ-ის პირობებში პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ ყველა დასავლურ ქვეყანაში არსებობს კანონი დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. რაც ნიშნავს იმას, რომ 3 ათასი ლარი რომ გაქვს ხელფასი, ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე რომ ხარ და 3 ათას ლარად მილიონიან ვილას იშენებ, ეს არის წარმოუდგენელი, როგორ მიდასტურებ ამას? დეკლარაციებს მალავენ, სიძეებზე, ცოლისძმებზე, მძახლებზე აფორმებენ, ოფშორებში გადიან.
უმნიშვნელოვანესია ორი რეფორმა - წარდგენილი აქვს ლელოს ორივე რეფორმა საკანონმდებლო ინიციატივად, ამ ორი რეფორმის გათვალისწინებით რომ ისევ მურუსიძის სასამართლომ კი არა დამოუკიდებელმა სასამართლომ გაასამართლოს,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.