ფულის დაბრუნების მეთოდები არსებობს დღევანდელ მოქმედ კანონმდებლობაში - დაუშვილი

13.02.24 22:02
ფულის დაბრუნების მეთოდები არსებობს დღევანდელ მოქმედ კანონმდებლობაში - დაუშვილი

"თუ ფული მოიპარა, რა თქმა უნდა, ეს ფული უნდა დააბრუნო, ფულის დაბრუნების მეთოდები არსებობს, მათ შორის, დღევანდელ მოქმედ კანონმდებლობაში," - ამ განცხადებას "რეაქციაში" პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აკეთებს.

მიხეილ დაუშვილის თქმით, კორუფციასთან ბრძოლისთვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურა.

სანამ „ოცნების“ კორუფციაზე გადავალ, პირველ რიგში, პირველ რიგში ენმ და არა მხოლოდ ენმ, ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ოცნება გააძლიეროს, მათ შორის იმ ნაწილში, რომ ერთად აკეთებენ უზარმაზარ ფულს, რომლითაც შემდგომ ფინანსდება ოცნების არჩევნები, ან ისევ იმ კონკრეტული პარტიების არჩევნები.
თუ ფული მოიპარა, რა თქმა უნდა, ეს ფული უნდა დააბრუნო, აბა, სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ. ფულის დაბრუნების მეთოდები არსებობს, მათ შორის, დღევანდელ მოქმედ კანონმდებლობაში, თუ უეცრად გამდიდრდით, თქვენი ვალდებულებაა, დაამტკიცოთ, რომ კანონიერად გამდიდრდით. ეს უნდა გააკეთოს დამოუკიდებელმა სასამართლომ. ამ სასამართლოს რომელსაც 4 მოსამართლე სანქცირებული ჰყავს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, იმ სასამართლომ ვინ შეიძლება რომ ასეთი ფორმით გაასამართლოს - ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ფული მოქალაქეებს უნდა დაბრუნდეს და ეს უნდა გააკეთოს დამოუკიდებელმა პროკურატურამ და დამოუკიდებელმა სასამართლომ,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.

მსგავსი სიახლეები