დამალული განკარგულებების სკანდალი - კამათი "რეაქციაში"
დამალული განკარგულებებზე საუბარს "რეაქციაში" კამათი მოჰყვა. გახარიას გუნდის წევრი მიხეილ დაუშვილი ამტკიცებს, რომ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს დოკუმენტები არ დაუმალავს და ის, რომ საიტზე არ იტვირთებოდა დოკუმენტები, ეს ტექნიკური საკითხი იყო.
არჩევნების წინ ერთი თვით ადრე მთავრობას აკრძალული აქვს, ვინმეს რაიმე მისცეს... მთავარი ამბავი რა არის, 2020 წელს ოქტომბერში იყო არჩევნები, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩათვალეთ, რომ ასეთი ტიპის განკარგულება, რომლითაც ვიღაცისთვის რაღაცის გადაცემა მოხდა, უბრალოდ არ ყოფილა, ვერ იქნებოდა ფიზიკურად. ეს რაღაც არგუმენტი, რაც იყო ტყუილია. რატომ ვერ ხდებოდა რაღაცების ატვირთვა - იმიტომ ვერ ხდებოდა, რომ მაგ მომენტში იგეგმებოდა, რომ მთლიანად უნდა მომხდარიყო ვებ გვერდის განახლება და ტექნიკური საკითხი იყო უბრალოდ, რომ ამის გამო ვერ მოხდებოდა ატვირთვა. როდესაც გვაბრალებთ, რომ ღარიბაშვილთან ერთად 900-ზე მეტი განკარგულება დამალეთო, დათვალეთ ვინმემ, მაგალითად ნოემბერი-დეკემბერი, დათვალა ვინმემ რამდენი განკარგულება ეხებოდა ქონების გადაცემას?
რასაც ითვლი 1300 განკარგულებას, უბრალოდ აიღე წელიწადში არის 52 კვირა, საშუალოდ წლის განმავლობაში ტარდება 45 მთავრობის სხდომა, 1300 საკითხი მთავრობის სხდომაზე არ გადის საერთოდ,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე თვლის, რომ გახარიას გუნდი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის.
5 თვე არჩევნებამდე ჩუმად იყავით, ერთი განკარგულება არ გამოგიქვეყნებიათ. ბოლო განკარგულება გაქვთ გამოქვეყნებული 2020 წლის 26 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დროშის დაშვებასთან დაკავშირებით, ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებეთ. 2020 წლის 19 მარტიდან 2020 წლის 26 სექტემბრამდე 1325 განკარგულება არ გამოეცით, 5 თვე იყო შემდეგ პრემიერ-მინისტრი არჩევნების წინ, დაანებეთ ამ რაღაცა ბირჟით საუბარს თავი და ციფრებზე მიპასუხეთ. 26 სექტემბრის შემდეგ გახარია იყო პირველი, რომელმაც დამალა განკარგულებები... სირცხვილია ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრა,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
დეპუტატმა თამარ კორძაიამ "საქართველოსთვის" წევრებს მოუწოდა, რომ მედიის დადანაშაულების ნაცლად დოკუმენტურად დაამტკიცონ, რომ ისინი არაფერს მალავენ.
პოლიტიკოსების ტვირთია ის, რომ მედია რომ დასვას შეკითხვას, ვუპასუხოთ და შეცდომას რომ დაუშვებს მედია, თუ თვლის რომელიმე პოლიტიკოსი დავამტკიცოთ, რომ შეცდომაა და იქით კი არ დავუსვათ შეკითხვები და განსაკუთრებით ეს ტვირთი აქვთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში. თუ ამ კითხვებს ელოდით როგორც გახარიას გუნდის წევრები, ყველა განკარგულება მოგეტანათ... 1300 განკარგულებას მოვიტანდი თქვენს ადგილას იმის დასამტკიცებლად, რომ არაფერი არ არის დასამალი. კორუმპირებული რომ არ იყო გახარია, გახარიამ უნდა ამტკიცოს,“ - მიმართა თამარ კორძაიამ დაუშვილს.