ხვიჩია: დავიჭიროთ თუ არა მურუსიძე, მისი მეგობრები, ქოცები, წავართვათ თუ არა ფული - ჩემი პასუხია - არა

13.02.24 22:31
ხვიჩია: დავიჭიროთ თუ არა მურუსიძე, მისი მეგობრები, ქოცები, წავართვათ თუ არა ფული - ჩემი პასუხია - არა

"დავანებოთ ჩვენი ენერგიის ხარჯვას ვიღაცის დაჭერაზე, წართმევაზე, ჩვენი ენერგია დავხარჯოთ როგორ გადავინაწილოთ უპატრონოდ დარჩენილი ქონება," - ამ განცხადებას "რეაქციაში" "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აკეთებს.

როგორც ხვიჩია ამბობს, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, პირებს, ვინც სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებებით გამდიდრდა, სამართლებრივად პასუხი არ უნდა მოსთხოვონ.

დავიჭიროთ თუ არა მურუსიძე, მისი მეგობრები, ქოცები, წავართვათ თუ არა ფული და მოვახდინოთ თუ არა ქონების თავიდან გადანაწილება, იმიტომ, რომ თავის დროზე ვიღაცამ უკანონოდ ჩაიგდო ბევრი ქონება - ამ კითხვაზე ჩემი პასუხია არა, ჩვენ ერთხელ უნდა გავწყვიტოთ ჯაჭვი - ამ ხალხს, ვისაც რაღაც მოპარული აქვს, სჯობია, ჰქონდეს მოპარული, ეს ხალხი შევითანხმოთ იმაზე, რომ მეტი არ მოიპაროს და ჩვენ ხელი არ შეგვეშალოს ამათი მოღვაწეობით უპატრონო ქონების გადანაწილებაში. შურისძიების გრძნობა არ არის ის, რომელიც ქვეყანას ავითარებს, ჩვენ თუ რამე გვჭირდება ახლა, არა ცეცხლზე ნავთის დასხმა, კიდევ ახალი ქონების გადანაწილებაზე ზრუნვა, არამედ ის, რომ მოდი, იქნებ მოვიფიქროთ, იმ ხალხმა რომ იშოვა არასამართლიანი გადანაწილებით, კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, სამართლიანად გადავანაწილოთ და ყველა გავმდიდრდეთ. დავანებოთ ჩვენი ენერგიის ხარჯვას ვიღაცის დაჭერაზე, წართმევაზე, ჩვენი ენერგია დავხარჯოთ როგორ გადავინაწილოთ უპატრონოდ დარჩენილი ქონება,“ - ამბობს იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები