„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრაღაში შეხვედრებს მართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრაღაში შეხვედრებს მართავს. იგი საქართველო-ჩეხეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ონდრეი კოლარს შეხვდა.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრაღაში შეხვედრებს მართავს. იგი საქართველო-ჩეხეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ონდრეი კოლარს შეხვდა. კოლარი ჩეხეთის პარლამენტის წევრია პარტია „ტოპ-09“-დან, რომელიც მმართველ კოალიციაში შედის. საუბრის თემა საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე გადასადგმელი რეფორმები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია. ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას.“