პეტრე კოლხის სკანდალურ განცხადებაზე შსს-ს გამოძიება არ დაუწყია - ვინ ემუქრება სასულიერო პირს ლიკვიდაციით?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება მამა პეტრე კოლხის ხმაურიან განცხადებაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ მკვლელობით ემუქრებიან.
სასულიერო პირს საპატრიარქომ მსახურების უფლება გუშინ შეუჩერა - სინოდის განჩინებას კი აზრთა სხვადასხვაობა უკვე მოჰყვა, რადგან კომისიამ სანქციები გააუქმა მღვდელს, სპირიდონ ცქიფურიშვილს, რომელმაც ევროკავშირის დროშა დაწვა, 5 ივლისს კი მოძალადეებს თავდასხმაზე კურთხევა მისცა.
მამა პეტრე ამბობს, რომ მას კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები ემუქრებიან - პარტიის სახელს არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ მუქარის ავტორები "ქრისტეზე მეტად რუსებს ემსახურებიან".