"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ზურაბიშვილი "ეგოს დაიკმაყოფილებს" და "ხელისუფლებას გალანძღავს"

14.02.24 11:20
"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ზურაბიშვილი "ეგოს დაიკმაყოფილებს" და "ხელისუფლებას გალანძღავს"

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე რუსულ საფრთხეებზე და საქართველოს შიდა პოლიტიკურ ამბებზე ილაპარაკებს. პრიზიდენტთან მჭიდრო კაშირში მყოფი პოლიტიკოსები ამბობენ, რა იქნება ზურაბიშვილის მთავარი აქცენტები.

"ოცნება" კი წინასწარ აანონსებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციიდან ხელისუფლების მისამართით ნეგატიური იქნება.

ირაკლი ქადაგიშვილი ასევე ეხმაურება კონფერენციის ანგარიშსაც და ამბობს, რომ მასში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება არ ნიშნავს, რომ ეს ოფიცლაური გერმანიის პოზიციაა. მისი თქმით, მიუნხენის კონფერენცია მხოლოდ არასამთავრობოების პლატფორმაა.

ზურაბიშვილი ტრიბუნას გამოიყენებს კიდევ ერთხელ თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად, ანუ ის იქნება გაბრაზებული მთელ საქართველოზე, რა თქმა უნდა ამის პერსონიფიცირებას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლებაზე უაღრესად ნეგატიური გამოსვლით. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია,  კარგად რომ ვიცოდეთ, ეს არ არის ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურა, ეს არის პლატფორმა. რატომ მიდი იქ ზურაბიშვილი? იქ მას ეს ფონი მომზადებული ხვდება, რომ მან იქ გააგრძელოს საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი გზავნილების გაგზავნა. ამ კონფერენციაზე გამოთქმული აზრი არ ნიშნავს გერმანიის ოფიციალურ პოზიციას", - ამბობს ქადაგიშვილი.

კონფერენციაზე სადაც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს, პრემიერი კი არ მიდის, ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. მიუნხენის კონფერენცის ანგარიშში წერია, რომ ივანიშვილის საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზეა პასუხიმგებელი.

მსგავსი სიახლეები