ივანიშვილის რუს ოლიგარქად მოხსენიება კობახიძისთვის წითელი დროშაა, ამიტომაც არ მიდის - კუპრაძე

14.02.24 11:30
ივანიშვილის რუს ოლიგარქად მოხსენიება კობახიძისთვის წითელი დროშაა, ამიტომაც არ მიდის - კუპრაძე

ივანიშვილის რუს ოლიგარქად მოხსენიება კობახიძისთვის წითელი დროშაა, ამიტომაც არ მიდის მიუნხენის კონფერენციაზე - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, კობახიძე ივანიშვილს წარმოადგენს და არა საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.

ირაკლი კობახიძე არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს, შესაბამისად, ივანიშვილის რუს ოლიგარქად მოხსენიება მისთვის არის წითელი დროშა, რის საფუძველზეც ის მიიღებს ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას და არ იქნება და არ არის წარმოდგენილი მიუნხენის კონფერენციაზე", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

კონფერენციაზე სადაც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს, პრემიერი კი არ მიდის, ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. მიუნხენის კონფერენცის ანგარიშში წერია, რომ ივანიშვილის საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზეა პასუხიმგებელი.

მსგავსი სიახლეები