ივანიშვილის ხელისუფლება არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მიუნხენის კონფერენცია თუ სხვა ნებისმიერი შესაძლებლობა - თათია ნიკოლაშვილი

14.02.24 11:48
ივანიშვილის ხელისუფლება არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მიუნხენის კონფერენცია თუ სხვა ნებისმიერი შესაძლებლობა - თათია ნიკოლაშვილი

„ივანიშვილის ხელისუფლება სამწუხაროდ არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მიუნხენის კონფერენცია თუ სხვა ნებისმიერი შესაძლებლობა“, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა, რითაც მიუნხენის კონფერენციის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც პრორუსი ოლიგარქი.

ივანიშვილის ხელისუფლება სამწუხაროდ არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მიუნხენის კონფერენცია თუ სხვა ნებისმიერი შესაძლებლობა. ხელისუფლება ყველანაირ შესაძლებლობას უნდა იყენებდეს, რომ მოიპოვოს  ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები, შექმნას სამუშაო ადგილები, ქვეყნის ეკონომიკური დოვლათი გაზარდოს. ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არც ერთ ამ მიზანს ჩამოთვლილთაგან არ იყენებს და არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს. მაგრამ 2024 წელს ამ რეალობას შეცვლის თავად ქართველი ხალხი.“  - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები