ის, რაც ბახმაროსთან დაკავშირებით იგეგმება, არის დანაშაული, ურბანული გენოციდი - ნადირაძე
ბახმარო საფრთხეშია - ხალხის პროტესტი კი არ წყდება. უნიკალური მთის კურორტი მალე სამშენებლო მოედნად გადაიქცევა. მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე მწვანე შუქი „ქართულმა ოცნებამ" კომპანია "ორბის" იქ უკვე აუნთო.
უკვე გადაწყვეტილია, რომ რამდენიმე ჰექტარზე შვიდსართულიანი კომპლექსი აშედნება. ორი სართული მიწის ქვეშ, ხუთი კი მიწის ზევით იქნება. მოქალაქეები და ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბახმარო კონკრეტული პირების ბიზნეს-ინტერესების გამო ნადგურდება, ამიტომ კურორტის გადასარჩენად პეტიციაც შეიქმნა.
საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ეს არის კურორტის გენოციდი, დანაშაულიდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ბახმარო ურბანული გენოციდისგან დავიცვათ.
ეს არის ურბანული გენოციდი, ეს არის ამ კურორტის განადგურება, მაშინ როდესაც, ამ კურორტს შეუძლია თამამად, კონკურენცია გაუწიოს შვეიცარიის, ავსტრიის, იტალიის მაღალმთიან კურორტებს. ამ ყველაფრის გაკეთება, რაც იგეგმება, არის დანაშაული და სხვა არაფერი. უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ დავიცვათ ბახმარო განადგურებისგან და უბრანული გენოციდისგან, იმიტომ, რომ ეს მშენებლობა თუ მივიდა ბოლომდე, ეს ნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ავთენტური გარემო იქნება დარღვეული", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.