ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ლომიძემ პრემიერს უწყების მიერ განხორციელებული ოპერატიული და ანალიტიკური აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები, ასევე სადაზვერვო-ტექნიკური და სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს“, - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.