მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და შესაძლებლობას იყენებდეს ქვეყნის პოპულარიზაციისთვის - ჩიხლაძე
მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და ამ შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ინვესტორების მოზიდვისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერო ჩიხლაძემ განაცხადა,
როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ყველა ასეთი ფორუმი საქართველოს ინტერესების დასაცავად უნდა იყოს გამოყენებული.
„მთავარია, რომ ყველა ასეთი ფორუმი გამოყენებული იქნას საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს მიზნებია საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაცია; ინვესტორების მოძიება და მოზიდვა საქართველოში, რათა ასიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნას და საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები. თუ ამ მიზნებს არ ემსახურება, ყველა ეს წასვლა ფუჭი იქნება. მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და ამ შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ინვესტორების მოზიდვისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული და ასევე ნათქვამია, რომ სწორედ პრორუსი ოლიგარქია ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი.