კობახიძე მიუნხენში არასასიამოვნო ინფორმაციის გამო არ წავიდა - კორძაია
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ირაკლი კობახიძის მიუნხენის კონფერენციაზე არ გამგზავრების ორ მიზეზზე საუბრობს.
კორძაია ამბობს, რომ ახალი პრემიერი იმიტომ არ გაემგზავრა გერმანიაში, რომ პირველი, იცოდა, რომ იქ ივანიშვილთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინფორმაციის მოსმენა მოუწევდა და მეორე მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კონფერენციაში მონაწილეობის მიღება იყო.
მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ამ ღონისძიებას და საქართველოს პრემიერი, ბუნებრივია არ ისურვებდა ამ პირობებში იქ წასვლას, პირველი იმიტომ, რომ მისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია ელოდება და მეორე, ზურაბშვილთან მას მკაფიოდ უარყოფითი ურთიერთობა აქვს და არ წავიდოდა“, - ამბობს კორძაია.
კობახიძის ნაცვლად, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი გამეგზავრა, სავარაუდოდ, სწორედ იალია დარჩიაშვილს მოუწევს ბიძინა ივანიშვილის დაცვა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული და ასევე ნათქვამია, რომ სწორედ პრორუსი ოლიგარქია ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი.