პრორუსი ოლიგარქი - მიუნხენის კონფერენციაზე დარჩიაშვილი ივანიშვილის დაცვას შეეცდება
მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დაცვა მოუწევს.
„ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ როგორც კი ილია დარჩიაშვილის ამის შესაძლებლობა მიეცემა კონფერენციაზე, აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.
ზარქუა საუბრობს პრეზიდენტის ჩასვლაზეც მიუნხენში და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღევვას შეუთანხმებელი ვიზიტით.
რამდენადაც ვიცი თანხმობა არ ჰქონია და ის გააგრძელებს ალბათ ისევ ასე დესტრქუციულად მოქმედებას, კონსტიტუციის დარღვევით. ჩვენ პრინციპში ვიცი და ოპოზიციამაც გათქვა, რომ ქალბატონი სალომე პენსიაზე გასვალს არ აპირებს, რაც ისედაც ეკუთვნის. ქალბატონი სალომეს ფანჩატურის ქვეშ ამ ხელმოცარულების და რადიკალებსი გაერთიანება ხდება, იმიტომ, რომ დირიჟორობს ქვეყნის გარედან გარკვეული ჯგუფები. ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი და ველოდები, რომ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა საგარეო საქმეთა მინისტრს, ის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რასთან გვაქვს საქმე“, - ამბობს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული და ასევე ნათქვამია, რომ სწორედ პრორუსი ოლიგარქია ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი.