მთავრობის ვერბგვერდზე ღარიბაშვილი-გახარიას განკარგულებები ისევ არ იძებნება - "საქართველოსთვის" თავის მართლების რეჟიმშია
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე მხოლოდ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება იძებნება. ამ დრომდე არ ატვირთულა არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც გიორგი გახარიას მმართველობის დროინდელი განკარგულებები.
განმარტებებს არ აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას გუნდი კი თავის მართლების რეჟიმშია და ყველაფერს მთავრობის საიტის რეკონსტრუქციას აბრალებს. ამის მიუხედავად, ცხადია, რომ ირაკლი კობახიძემ განკარგულება იმავე საიტზე გამოაქვეყნა, რომლის რეკოსნტრუქციაზეც გახარიას გუნდი საუბრობს, თუმცა აღნიშნული ვერბგვერდი 2014 წლის შემდეგ აღარ შეცვლილა.
ჯამურად, რაც გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, სულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს 508 საკითხი. ამ საკითხებში შედიოდა არა მხოლოდ განკარგულებები, არამედ კანონპროექტები და დადგენილებები. მარტივ კითხვას გისვამთ, ჯამურად თუ 508 საკითხი განიხილა გახარიას მთავრობამ, 1300 განკარგულება როგორ დამალა, ან მათემატიკურად ამიხსენით... ჰარი პოტერია თუ ვინ არის? როგორ ხდება ეგ ყველაფერი? რეკონსტრუქცია ნიშნავს იმას, რომ იმ დოკუმენტს, განკარგულებას, ვერ დადებ ფიზიკურად. საიტის დამზადებას სჭირდებოდა დაახლოებით ერთ წლამდე. თუ გახარია 2019 წლის სექტემბრიდან, როდესაც გახდა პრემეირი 2020 წლის ოქტომბრამდე თუ აქვეყნებდა ყველაფერს, ერთი ლოგიკური მიზეზი მითხარით, მერე რატომ არ უნდა გამოექვეყნებინა?, - ამბობს მიხეილ დაუშვილი.