"ფარსია" - ირაკლი ნადირაძე მთავრობის მიერ განკარგულებების გასაჯაროებაზე

14.02.24 14:41
"ფარსია" - ირაკლი ნადირაძე მთავრობის მიერ განკარგულებების გასაჯაროებაზე

ფასადური ბრძოლა კორუფციასთან - ასე აფასებს ოპოზიცია ხალი პრემიერის გადაწყვეტილებას მთავრობის დამალული განკარგულებების გასაჯაროებაზე. ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, "ქართული ოცნება" აღნიშნულ დოკუმენტებს არ გაასაჯაროებს, რადგან ამიტ ბევრი სკანდალური და კორუფციული ფაქტი გასკდება. 

ფაქტია, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გვესაუბრებიან კორუფციასთან ბრძოლაზე, ეს არის ფარსი, იმიტომ, რომ ის განკარგულებები, რომლითაც ხდებოდა ხალხის ქონების, მიწების, სხვადასხვა უძრავი თუ მოძრავი ქონებების გადაცემა-ჩამოწერა, იმალება სწორედაც იმ მთავრობის განკარგულებებში, რომელსაც "ქართული ოცნება" არ ასაჯაროებს და აღმოჩნდა, რომ ხან ცოლზე ჰქონდათ ნაჩუქარი ხან ტყე, ხან მდინარე, ხან ზღვა და შესაბამისად, მალავენ სწორედ ამ მიზნით, რომ ბევრი კორუფციული, სკანდალური ფაქტი გასკდება, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე მხოლოდ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება იძებნება. ამ დრომდე არ ატვირთულა არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც გიორგი გახარიას მმართველობის დროინდელი განკარგულებები.

განმარტებებს არ აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას გუნდი კი თავის მართლების რეჟიმშია და ყველაფერს მთავრობის საიტის რეკონსტრუქციას აბრალებს. ამის მიუხედავად, ცხადია, რომ ირაკლი კობახიძემ განკარგულება იმავე საიტზე გამოაქვეყნა, რომლის რეკოსნტრუქციაზეც გახარიას გუნდი საუბრობს, თუმცა აღნიშნული ვერბგვერდი 2014 წლის შემდეგ აღარ შეცვლილა. 

მსგავსი სიახლეები