საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ
საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტშია დაბარებული - ილია დარჩიაშვილს საკანონმდებლო ორგანში პოლიტიკური ჯგუფი "ევროოპტიმისტები" იბარებენ.
მინისტრთან ოპოზიციას კითხვები საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე აქვთ.
ვიბარებთ ინტერპელაციის სახით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ, მათ შორის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრისგან განმარტება, ან მოსაზრება, როგორ შეიძლება უამრავ ჩვენ თანამოქალაქეს მისცენ საშუალება იმის, რომ მათ საზღვარგარეთ უბნებზე, კონკრეტულად ახალგახსნილ უბნებზე ჰქონდეთ საშუალება ხმის მიცემის. სპეციალურ სიებში რომ შეიყვანონ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვინაიდან არსებობს ძალიან სერიოზული შიში ჩვენი თანამოქალაქეების, რომ მათ არ ექნებათ საშუალება მისცენ ხმა", - თქვა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ უბნების გახსნას ოპოზიცია თვეებია ითხოვს, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკოს გადაწყვეტილა ჯერ კიდევ არ მიუღია.