"ზურაბიშვილის პატრონები რასაც ჩათვლიან საჭიროდ, იმას ილაპარაკებს" - სარჯველაძე

14.02.24 15:28
"ზურაბიშვილის პატრონები რასაც ჩათვლიან საჭიროდ, იმას ილაპარაკებს" - სარჯველაძე

"ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე იმას ილაპარაკებს, რასაც მისი "პატრონები" ჩათვლიან საჭიროდ.

თუ ვის გულისხმობს სარჯველაძე "პატრონებში" ამას არ ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის საუბარი საერთაშორისო დონის კონფერენციაზე ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას შეეხება.

ამას მოისმენთ, რა თქმა უნდა, ის რას იტყვის. ჩვენ აქ დავალებებით ხომ არ ვაგზავნით. აბსოლუტურად სწორი იქნება, რომ მათ შორის ის, რომ ვინმეს არ შეექმნას არასწორი შთაბეჭდილება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მოტყუებული არ აღმოჩნდეს, საამისოდ, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება. რაზე უნდა ისაუბროს გასაგებია - ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაზე. რასაც ჩათვლიან იმ წუთას, იმ კონკრეტულ სიტუაციაში საჭიროდ მისი პატრონები, თუ პარტნიორები ოპოზიციის დასახმარებლად, ზურაბიშვილის პატრონებს ვგულისხმობ, იმაზე ილაპარაკებს", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული და ასევე ნათქვამია, რომ სწორედ პრორუსი ოლიგარქია ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი.

 

მსგავსი სიახლეები