მიუნხენის კონფერენცია დეზინფორმაციულ სკანდალში გაეხვა - ეკა სეფაშვილი
"ხალხის" ძალის წევრი ეკა სეფაშვილი ამვობს, რომ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში ლობისტების მიერ იყო შეკვეთილი და სწორედ ამიტომ არის ნახსენები მასში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად.
მეტიც, ეკა სეფაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საერთაშორისო დონის კონფერენცია დეზინფორმაციულ სკანდალში გაეხვა.
მიუნხენის კონფერენციის მიერ გამოქვეყნებული ეს ანგარიში ეყრდნობა სტატიას, რომელიც ლობისტების მიერ იყო შეკვეთილი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მსგავს სტატიაში ასეთ დეზინფორმაციას ვხვდებით. დეზინფორმაცია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მნიშვნელობის და რეპუტაციის მქონე კონფერენცია, როგორიცაა მიუნხენის კონფერენცია, ვერ აცდა აი ამ რეპუტაციულ დაზიანებას და გაეხვია ამ დეზინფორმაციულ სკანდალში". - ამბობს ეკა სეფაშვილი.
კონფერენციაზე სადაც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს, პრემიერი კი არ მიდის, ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. მიუნხენის კონფერენცის ანგარიშში წერია, რომ ივანიშვილის საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზეა პასუხიმგებელი.