ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს - დარჩიაშვილი

14.02.24 15:45
ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს - დარჩიაშვილი

"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს", - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი ეუთოში და მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები.

საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დამკვირვებლებს, იმისათვის, რომ საქართველოში მათ განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს, ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები