ე.წ "პრომო გოგოების" საქმე სასამართლოში ინაცვლებს
ე.წ "პრომო გოგოების" საქმე სასამართლოში ინაცვლებს. მძიმე დანაშაუალში ბრალდებული ქალები საბადრაგო სამსახურმა პროცესზე უკვე მიიყვანა. სხდომა წუთი-წუთზე გაიხსნება. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე იხილავს.
პროკურორი რესტორნის ადმინისტრატორის, მიმტანისა და ორი "პრომო გოგოს" მიმართ პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი აპირებს, რომ გირაოს შუამდგომლობა დააყენოს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება კონკრეტულად საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ვერ ვისაუბრებ ამ ეტაპზე სიღრმეებში, ბრალდებულის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიხილავთ ბრალეულობის საკითხს. დღეს უნდა გადაწყდეს აღკვეთის ღონისძების გამოყენების საკიტხი. პროკურატურა ითხოვს პატიმრობას, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით,რ ადგან ვფიქრობთ, რომ ამის ფაქტობრივი საფუძველი არ არის. ამიტომ დღევანდელ სასამართლო სხდოამზე ჩვენ მოვითხოვთ გირაოს", - ამბობს ადვოკატი.
თუ დანაშაულს დაუმტკიცებენ, დაკავებულ ქალებს თაღლითობისთვის და ფულის გამოძალვისთვის 10 წლიანი ციხე ემუქრებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რესტორან ,,გრინ პაბის“ ადმინისტრატორს და ამავე რესტორნის ერთ-ერთ თანამშრომელს, წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ე.წ. ,,პრომო გოგონების“ მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილი ტურისტები რესტორანში მიჰყავდათ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს ბრალდებულები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი, მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამ გზით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულად თანხას, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, სუდანის და ინდოეთის 5 მოქალაქის, დაახლოებით 16 000 ლარის ოდენობის ფულად თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.