მთავრობა: გახარიას პრემიერობის დროს მთავრობის 3770 განკარგულება გამოიცა
გიორგი გახარიას პრემიერობის დროს მთავრობის 3770 განკარგულება გამოიცა. ამის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახურმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა.
ახალი ამბების სამსახურისთვის გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე, გამოცემულია საქართველოს მთავრობის 3770 განკარგულება.
ცნობისთვის, პრემიერის პოსტს ამ პერიოდში გიორგი გახარია იკავებდა.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა 13 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში 750 განკარგულება გასაჯაროვდა, დღეს "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახურის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით კი ირკვევა, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში 3770 განკარგულება გამოიცა. გამოდის, რომ გახარიას პრემიერობის პერიოდში 3000-ზე მეტი განკარგულება დამალეს.