შერჩევითი სამართალი საპატრიარქოში? - რატომ დასაჯეს მამა პეტრე კოლხი

14.02.24 20:15
შერჩევითი სამართალი საპატრიარქოში? - რატომ დასაჯეს მამა პეტრე კოლხი

 

 

დასჯილი მღვდელი მხილების სერიას აანონსებს - მამა პეტრე კოლხი იმ სასულიერო პირების გვარების გასაჯაროებას აპირებს, ვინც საპატრიარქოს კურთხევის გარეშე მექსიკაშ გაიპარა და ამერიკაში შესვლას ახლა არალეგალური გზებით ცდილობს.

მღვდელს, რომელმაც სამების ტარაძარში სტალინის ხატის დასვენება გააპროტესტა, მღველმსახურების უფლება შეუჩერეს, ოღონდ სხვა მიზეზით: პეტრე კოლხი უცოხეთში კურთხევის გარეშე ხშირი ვიზიტების გამო დაისაჯა. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ მას პრორუსული ძალები ებრძვიან და მოკვლით ემუქრებიან.

თუმცა, შსს ამ დრომდე არ იწყებს გამოძიებას, რომელიც პეტრე კოლხისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ სიცოცხლის მოსპობის მუქარას უკავშირდება.

პეტრე კოლხი ჩამოაქვეითეს, სამაგიეროდ, დააწინაურეს სპირიდონ ცქიფურიშვილი. სასულიერო პირი, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ანგარიშსწორების ბრძანებებს რუსთაველის გამზირზე გასცემდა. მას მღვდელმსახურების უფლება რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ აღუდგინეს. ირკვევა, რომ მღვდელმა შენდობა ითხოვა, რის შემდეგაც სინოდმა ვერდიქტი მის სასარგებლოდ გამოიტანა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები