დამალული განკარგულებების სკანდალი - რა დამალა გახარიამ და ვინ ამბობს ტყუილს?

14.02.24 20:21
დამალული განკარგულებების სკანდალი - რა დამალა გახარიამ და ვინ ამბობს ტყუილს?

 

 

გიორგი  გახარიამ პრემიერობის დროს 3 ათასი განკარგულება დამალა. ოფიციალური წერილით, რომელიც "პირველებმა" მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა, ირკვევა, რომ 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში  პრემიერმა გახარიამ 3770  განკარგულება გამოსცა, საიდანაც მხოლოდ 750 გაასაჯაროვა. ექსპრემიერის გუნდის ორდღიანი თავდასხმების შემდეგ "პირველები" იძულებული გახდა, კონკრეტული ციფრებით და არითმეტიკით პარტია საქართველოს ლიდერები სიცრუეში ემხილებინა.

ბომბი ხელში აუფეთქდათ - ეს კი  ექსპრემიერის გუნდს უმრავლესობიდან შეუთვალეს. დამალული განკარგულებების სკანდალი ორი დღეა პოლიტიკური ბრალდებებით  გრძელდება. ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის მიერ ატვირთული ერთი დოკუმენტი ოპოზიციისთვის მხოლოდ ფასადური ანტიკორუფციული პოლიტიკის მაგალითია. ითხოვენ, ყველა იმ განკარგულების გასაჯაროებას, რომელიც გახარიას და ღარიბაშვილის დროს მიუწვდომელი იყო, მათ შორის ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაშიც კი.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები