ბრძოლა გრძელდება - დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი კომენტარი
"ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის"- ასეთია 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი კომენტარი.
დეკანოზი რეანიმობილით ქობულეთში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს. სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ საკუთარ სახლში დამოუკიდებლად შესვლაც კი ვერ შეძლო და საკაცე დასჭირდა.
დეკანოზმა წუხილი გამოთქვა, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დღეს მასთან არ მივიდა:
ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ის.
მადლობას ვუხდი ოჯახს, თორნიკეს. ყველა გულშემატკივარს, ვინც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. ყველა ჩემს უფლებადამცველს, მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივს და საერთაშორისოს. ამერიკის და ნიდერლანდების მთავრობას, რომელიც იცავდა ჩემს უფლებას. ასევე ყველა ჟურნალისტს ვუხდი მადლობას. მადლობა ყველას, ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე იცის.", - თქვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ მამა გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. დეკანოზს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი.