ივანიშვილმა პირადადაც მითხრა, მე თქვენზე მეტი ვიცი, რა ხდება საპატრიარქოში - ცაავა

15.02.24 10:27
ივანიშვილმა პირადადაც მითხრა, მე თქვენზე მეტი ვიცი, რა ხდება საპატრიარქოში - ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა "ტვ პირველის" ეთერში დეკანოზი გიორგი მამალაძის ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ 2019-2020 წლებში ქართველი ოლიგარქი თანახმა იყო, მამა გიორგი საპყრობილიდან გამოსულიყო, თუმცა საპატრიარქოს წინააღმდეგ ვერ მიდიოდა.

სასულიერო პირის თქმით, ივანიშვილმა მასთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ სრული ინფორმაცია გააჩნდა საპატრიარქოში არსებულ "ბინძურ" სიტუაციასთან დაკავშირებით, თუმცა არჩევნები მოდიოდა და ხალხის ხმების მოსაპოვებლად ავტორიტარული ეკლესია სჭირდებოდა. 

წინა საპარლამენტო არჩევნებისას ის ამ რისკზე ვერ წავიდა, მაგრამ ახლა ნამდვილად მან ეს შეძლო, ეს მისი პირადი. მე ვიცი, თავისი ცოდვები ეყოფა და გვეყოფა ყველას, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით ნამდვილად ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც თვით საბჭოთა ხელისუფლება 90 წელს, [გიორგი მამალაძის პატიმრობიდან] 7 წლის შემდეგ უკვე ამას გააკეთებდა, მაშინ როცა თვეები ჰქონდა დარჩენილი საბჭოთა მმართველობისა, ასევე ხდება ეხლაც.

ძალიან მარტივად და ცხადად გეტყვით - ივანიშვილმა პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი, და ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოში, მაგრამ არჩევნები მოდის და მჭირდება ავტორიტეტული პატრიარქი და რეიტინგული ეკლესია, 2020 წელს", - ამბობს პეტრე ცაავა.

მსგავსი სიახლეები