მოსკოვმა ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს ახალი დირექტივა მისცა - რას ამბობენ თბილისში?

15.02.24 12:09
მოსკოვმა ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს ახალი დირექტივა მისცა - რას ამბობენ თბილისში?

მოსკოვმა ცხინვალს ახალი დირექტივა მისცა - კრემლი საოკუპაციო რეჟიმისგან ნაკლებ სკანდალებს ითხოვს. დირექტივის მიხედვით,  ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას დაევალა, ე.წ. საარჩევნო კამპანია იმგვარად ჩაატაროს, რომ ქართულ ოპოზიციას კრიტიკის მიზეზი არ დაუტოვონ.

გამოცემა "ეხო კავკაზის" ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი წინასაარჩევნო დებატებში ე.წ. საზღვრის საკითხის გადახედვისა და რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის საკითხს არ გააჟღერებენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კრემლისთვის "ქართული ოცნების" გამარჯვება  ხელსაყრელი მოცემულობაა.

რუსეთის კურატორები მარიონეტულ რეჟიმს აფრთხილებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ მოხდეს ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც ხელს შეუშლის "ქართულ ოცნებას" წარმატებულ საარჩევნო კამპანიაში, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდს, რომ კრემლისთვის "ქართული ოცნების" გამარჯვება არის ხელსაყრელი მოცემულობა", - ამბობს აქუბარდია.

"ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება"  რუსეთისა და კრემლის ინტერესებს ემსახურება და კრემლი ივანიშვილის გუნდის მხარდაჭერითაა დაინტერესებული. 

"ქართული ოცნება" ემსახურება რუსეთისა და კრემლის ინტერესებს. ეს ჩანს არაერთგზის. რუსეთი დაინტერესებულია "ქართული ოცნების" მხარდაჭერით. მათ შორის, არჩევნებში და ნებისმიერ პროცესში, რადგან მათი ინტერესები და მათი ბატონი არის ერთ წერტილში, ეს არის მოსკოვი და კრემლი. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ხალხს მოუწევს ამის გაანალიზება, გაზიარება და ხელისუფლების ცვლილება", - ამბობს კუპრაძე.

საკითხზე კომენტარი უმრავლესობის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. რიმა ბერიძე ამტკიცებს, რომ რუსეთი  "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გასამარჯვებლად არ ეხმარება, რადგან კრემლის ინტერესს ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დაფუძნებული პარტია არ წარმოადგენს.

რა "ქართულ ოცნებას" რუსეთი ეხმარება. გამორიცხულია. "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ საიდან მოიტანეთ რუსეთის დახმარება. ვის თავში იხარშება ეს აზრები", - ამბობს რიმა ბერიძე.

მსგავსი სიახლეები