დეკანოზი მამალაძის საქმე ბურუსით მოცულია - მაღალაშვილი
"დეკანოზი მამალაძის საქმე არის ბურუსით მოცული და ბევრი სადაო დეტალია, ამ შემთხვევაში", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ვანო მაღალაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს არ გააჩნია სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც მართლმსაჯულებას აღავლენს.
დეკანოზი მამალაძის საქმე არის ბურუსით მოცული საქმე და ბევრი სადაო დეტალია ამ შემთხვევაში. სამწუხაროა, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანად განხილვას ასეთი საქმეების. დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა ასეთ საქმეებთან ერთად კავშირშია პირადად ქვეყნის გაღარიბებასთან, რადგან როდესაც არ არის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი, არ შემოდის ინვესტიციები და ეს პირდაპირ ხელს უწყობს ქვეყნის გაღარიბებას.“ - განაცხადა ვანო მაღალაშვილმა.