ზურაბიშვილი მიუნხენში მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს და არა საქართველოს - პაპუაშვილი
"ზურაბიშვილი მიუნხენში მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს და არა საქართველოს", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების კონფერენციაზე ოფიციალურად მიწვევას.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი "კერძო პირია", რომელმაც მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღო კონფერენციაზე დასწრების გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგა ქვეყნის კონსტიტუციას.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის იქ მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, არ წარმოადგენს იქ საქართველოს, ამიტომ, ეს არის კერძო პირის ყოფნა იქ და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო და სადაც როგორ უნდა ისე მოიქცევა", - ამბობს პაპუაშვილი.
კონფერენციაზე სადაც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს, პრემიერი კი არ მიდის, ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. მიუნხენის კონფერენცის ანგარიშში წერია, რომ ივანიშვილის საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზეა პასუხიმგებელი.