რა არის ამაში ცუდი? - კალაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი "ოცნებას" მილიონებს საკუთარი სურვილით ჩუქნის

15.02.24 13:14
რა არის ამაში ცუდი? - კალაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი "ოცნებას" მილიონებს საკუთარი სურვილით ჩუქნის

"ქართული ოცნება" ტვ პირველის გასაჯაროებულმა მონაცემებმა წყობიდან გამოიყვანა. 11 მილიონი მმართველი პარტიის ანაგრიშზე და 100 ათასი მთელი ოპოზიციური სპექტრის - ოლიგარქის გუნდი უთანასწორო ბრძოლაში პრობლემას ვერ ხედავს.

თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ "ოცნების" ყულაბა სამართლიანად ივსება და მთელ ბიზნესს მილიონების ჩუქება საკუთარი სურვილით უნდება. 

არანაირ კითხვებს არ იწვევს, ეს არის თქვენი სულელური სპეკულაციები. ე.ი. ბიზნესის დიდი ნაწილი თანამშრომლობს "ქართულ ოცნებასთან", ცხადია და რა არის ამაში ცუდი. როგორც ფიქრობთ, საიდან ფინანსდებიან ოპოზიციური პარტიები, როდესაც არჩევნებია? არჩევნებს თანხის გარეშე ხომ ვერ ჩაატარებენ, ვინ აფინანსებს თუ არა ბიზნესი. შეიძლება, იყოს რაღაც კატეგორია ბიზნესისი, ვინც აფინანსებს ოპოზიციას, თუმცა უმრავლესობა აფინანსებს "ქართულ ოცნებას" და ამას აქვს თავისი ახსნა და თავისი მიზეზი", - ამბობს კალაძე.

"ქართული ოცნება" არჩევნების წელს, ბიზნესისგან მიღებული 11 მილიონით იწყებს. კორუფციის მკვლევრებმა პარტიების საჯარო ფინანსური დეკლარაციები შეისწავლეს. ირკვევა, რომ ოპოზიციური პარტიების ანგარიშები გამოცარიელებულია, "ოცნებას" კი ბიზნესიდან რეკორდულად დიდი თანხები აქვს მიღებული. 

ვინ აძლევს დიდ ფულს სახელისუფლებო პარტიას? დადგენილია, რომ ამ სიაში ჭარბობენ ის ბიზნესმენები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს ერთი-მეორის მიყოლებით იგებენ და ხალხის  ფულით მდიდრდებიან. 

 

 

მსგავსი სიახლეები