ბიზნესი ფულს იმიტომ გვწირავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ მობრუნდეს და არ გაატყაოს - დავითულიანი
"ქართული ოცნება" არჩევნების წელს, ბიზნესისგან მიღებული 11 მილიონით იწყებს - "ოცნებაში" თავს იმართლებენ და ხელს ისევ წინა ხელიუსუფლებისკენ იშვერენ.
ბექა დავითულიანის თქმით, ყველა შემწირველი ბიზნესმენი ფულს ნებაყოფლობით უხდის მმართველ პარტიას და ამის მიზეზად "ოცნების" წევრს მოჰყავს არგუმენტი, რომ ბიზნესს "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების ეშინია.
ჰკითხეთ რომელიმე ბიზნესმენს, "ნაციონალური მოძრაობის" დროს უფრო უკეთ გრძნობდა თავს, თუ ახლა უკეთ გრძნობს. ვინც გვწირავს, გვწირავს იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ მობრუნდეს და არ გაატყაოს ისინი. ყველა არ რიცხავს და არ წირავს, მაგრამ ვინც რიცხავს, ამას აკეთებს ნებაყოფლობით, რომ არ დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც მას ბიზნესს წაართმევს", - ამბობს დავითულიანი.
11 მილიონი მმართველი პარტიის ანაგრიშზე და 100 ათასი მთელი ოპოზიციური სპექტრის . კორუფციის მკვლევრებმა პარტიების საჯარო ფინანსური დეკლარაციები შეისწავლეს. ირკვევა, რომ ოპოზიციური პარტიების ანგარიშები გამოცარიელებულია, "ოცნებას" კი ბიზნესიდან რეკორდულად დიდი თანხები აქვს მიღებული.
ვინ აძლევს დიდ ფულს სახელისუფლებო პარტიას? დადგენილია, რომ ამ სიაში ჭარბობენ ის ბიზნესმენები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს ერთი-მეორის მიყოლებით იგებენ და ხალხის ფულით მდიდრდებიან.