ცვლელებები საარჩევნო კოდექსში - "ლელო" საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
ცვლელებები საარჩევნო კოდექსში - "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ პარტია აუცილებლად მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით არ დაამტკიცოს ახალი ინიციატივა.
მისი თქმით, სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის საქართველო ნაბიჯს უკან დგამს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე სექტორიც ახმოვანებს იმ პოზიციას, რომელზეც პირველად "ლელომ" დაიწყო საუბარი, ოპოზიციურმა სპექტრმა, მე პირადად და ჯერ კიდევ არის დრო. "ლელო" აუცილებლად გამოიყენებს ყველა იმ საინფორმაციო, საკომუნიკაციო არხს, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რათა საქართველოს ხელისუფლებამ არ დააზიანოს ევროინტეგრაცია", - ამბობს სიორიძე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მმართველ პარტიას უკან დახევას ურჩევს - გავლენიან ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ცესკოს ახალი წესებით დაკომპლექტება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
მესამე სექტორის წარმომადგენლები "ოცნებას" ურჩევენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცესკო ერთპარტიული ორგანო გახდება და დამოუკიდებლობას სრულად დაკარგავს.