"ოცნება" ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლობას ზღუდავს, ისინი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან - მაღალაშვილი

15.02.24 13:58
"ოცნება" ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლობას ზღუდავს, ისინი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან - მაღალაშვილი

"ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება", - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ვანო მაღალაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტია ყოველგვარი გზით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზოგადოებას არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ და გადამწყვეტი გადაწყვეტილების სწორად მიღებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ისინი საკუთარ კეთილდღეობას ქართველი ხახლის გაღარიბების ხარჯზე მოიწყობენ.

"ოცნება" ზღუდავს ოპოზიციის წარმომადგენლობას ცესკოში. ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების კიდევ ერთხელ გაყალბებისთვის, რათა მოიპარონ მეტი ფული და კიდევ უფრო გააღარიბონ საქართველოს მოსახლეობა. მაგრამ მინა ვთქვა, რომ 2024 წელი იქნება ცვლილებების წელი და ქართველი ხალხის ინტერესი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე", - ამბობს მაღალაშვილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"  მმართველ პარტიას უკან დახევას ურჩევს - გავლენიან ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ცესკოს ახალი წესებით დაკომპლექტება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

მესამე სექტორის წარმომადგენლები "ოცნებას" ურჩევენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცესკო ერთპარტიული ორგანო გახდება და დამოუკიდებლობას სრულად დაკარგავს.

 

მსგავსი სიახლეები