დღის წესრიგს კრემლის ინტერესზე არ ვაწყობთ - შალვა პაპუაშვილი

15.02.24 13:57
დღის წესრიგს კრემლის ინტერესზე არ ვაწყობთ - შალვა პაპუაშვილი

ივანიშვილის პარტიის წევრები რუსეთთან კავშირებს უარყოფენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება საკუთარ დღის წესრიგს არა რუსეთის, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს.

უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, სწორედ მთავრობის ასეთი პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ახლა საქართველოში ომი არ არის და 10 წელზე მეტია ქვეყანაში მშვიდობა სუფევს.

მთავარი სიძლიერე "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა არის ის, რომ ჩვენ ჩვენ დღის წესრიგს ვაწყობთ საქართველოს ინტერესზე და არც ერთი სხვა ქვეყნის ინტერესზე, მათ შორის, რუსეთის ინტერესზე არ ვაწყობთ. ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ ათ მეტზე წელია გვაქვს მშვიდობა. ამიტომ ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის. ეს ოპოზიცია ინტერესდება რა თქვეს მოსკოვში და რა თქვეს სხვა დედაქალაქებში. ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ რას ამბობენ ჩვენი მოქალაქეები", - ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, მოსკოვმა ცხინვალს ახალი დირექტივა მისცა. კრემლი საოკუპაციო რეჟიმისგან ნაკლებ სკანდალებს ითხოვს. დირექტივის მიხედვით, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას დაევალა, ე.წ. საარჩევნო კამპანია იმგვარად ჩაატაროს, რომ ქართულ ოპოზიციას კრიტიკის მიზეზი არ დაუტოვონ. 

გამოცემა "ეხო კავკაზის" ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი წინასაარჩევნო დებატებში ე.წ. საზღვრის საკითხის გადახედვისა და რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის საკითხს არ გააჟღერებენ.

 

მსგავსი სიახლეები