დაასწრეს თუ არა კობახიძე-ღარიბაშვილმა პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება?

15.02.24 13:55
დაასწრეს თუ არა კობახიძე-ღარიბაშვილმა პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება?

დაასწრო თუ არა ხელისუფლებამ პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება?  - მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძე შეეწყალებინა, "ქართულმა ოცნებამ" კი დაასწრო და ყველასთვის მოულოდნელად ე.წ. ციანიდის საუკუნის საქმეზე ბრალდებულს ციხის კარი გაუხსნა. 

მეუფე პეტრე დეკანოზ მამალაძეს გამარჯვებულს უწოდებს და ამბობს, რომ  7 წლის განმავლობაში დეკანოზმა ცილისწამებას და ბულინგს ღირსეულად გაუძლო. 

"კობახიძის წვლილი  იქნება ეს - რატომ სალომე, ჩვენ გავუშვათ, სალომემ რატომ მიიწეროს ეს. არ გამოვრიცხავ, რომ სალომეს ეს გაეკეთებინა. პატიმარი მძიმედ იყო, თვითონაც ხომ ამძიმებს, 4 წელიწადია ამ ტვირთს ატარებს. საპატრიარქოს მეხამრიდი გახდა ეს ქალი.
ჩვენ ვნახეთ ჭეშმარიტად ქრისტიანი, მამხილებელი ადამიანი, მამხილებელი ამ ავაზაკებისა. რომლებიც 7 წელია, ხელისუფლების რესურსის გამოყენებით, აწამებენ ადამიანს. 

მსგავსი სიახლეები