ღარიბაშვილი ხაზარაძეს ივანიშვილის ხსენების გამო ლანძღავს

15.02.24 14:18
ღარიბაშვილი ხაზარაძეს ივანიშვილის ხსენების გამო ლანძღავს

ირაკლი ღარიბაშვილი პირველი გამოჩენა მედიასთან - ყოფილმა პრემიერმა პარტიის თავმჯდომარის რანგში პირველი განცხადება "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ლანძღვით დაიწყო.

ღარიბაშვილი ხაზარაძეს ივანიშვილის ხსენებას ვერ პატიობს და ამბობს, რომ "ლელოს" დამფუძნებელს არ უნდა გაებედა მათი "პარტიის" დამფუძნებლის ხსენება.

ღარიბაშვილის იერიში ხაზარაძეზე ამთ არ დასრულებულა, მან "ლელოს" დამფუძნებელი "სააკაშვილის მოროდიორად" მოიხსენია და თქვა, რომ ის თაღლითობისთვის იყო გასამართლებული.

ეს სააკაშვილის მოროდიორი. თუ ვინმე იყო მათი ნაძარცვი ხალხის ქონების მითვისებაში ჩართული, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე.... რას იმუქრება ეს არარაობა ადამიანი, კრიმინალი, თაღლითი. რას იმუქრება ყოველთვის შევახსენებ მის კრიმინალურ წარსულს. ცნობილიანაკლიის პროექტი სწორედ ხაზარაძემ ჩააგდო, ვერ განახორციელა. ამ ადამიანს ჩვები ქვეყნის და ხალხის გაძარცვა აქვს განზრახული.

როდესაც ის ივანიშვილის წინააღმდეგ მუქარებს აჟღერებს, ვინ არის, პროკურორია თუ ვინ არის? საერთოდ როგორ ბედავს ივანიშვილის ხსენებას?"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე ოპოზიციას არჩევნებზე სრული კრახი დაუანონსა და პირდაპირ თქვა, რომ ოპონენტებს მომავალ 2024 წელს არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ აქვთ.

„მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი უბედურება დამართა - ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთს და გაწირეს ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. მათი მემკვიდრეობა არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები