არც ერთი პასუხი კრიტიკულ კითხვებზე - ღარიბაშვილი "პირველების" კითხვებს გაექცა

15.02.24 14:39
არც ერთი პასუხი კრიტიკულ კითხვებზე - ღარიბაშვილი "პირველების" კითხვებს გაექცა

არც ერთი სიტყვა საეჭვოდ გამდიდრებაზე და გადაყენების რეალურ მიზეზებზე - პარტიის თავმჯდომარის რანგში პირველი გამოჩენა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ტვ პირველის" კრიტილული კითხვების იგნორით დაიწყო. 

გადამდგარმა პრემიერმა "პირველების" კორესპონდენტს არ მისცა საშუალება, მიეღო პასუხები, თუ რატომ აღარ უნდოდა პრემიერის პოსტზე მუშაობა, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს.

ამასთან, ბუნდოვანი იყო სხვა მედია-საშუალების წარმომადგენელის შესაბამის კითხვაზე გაკეთებული განმარტება, რომელიც გადამალულ განკარგულებებს შეეხებოდა. "პირველების" ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე ყოფილმა პრემიერმა ჩვენს ჟურნალისტს უთხრა, რომ თავის რიგს დალოდებოდა, თუმცა "ოცნების" თავმჯდომარე შემდეგ ტრიბუნიდან გაიქცა და"პირველების" ჟურნლისტს კითხვების დასმის საშუალებაც კი არ მისცა.
 

 

მსგავსი სიახლეები