ასეთი პრაქტიკა დამხვდა და მეც დიდი დრო არ დამიხარჯავს შეცვლაზე - ღარიბაშვილი განკარგულებებზე

15.02.24 15:09
ასეთი პრაქტიკა დამხვდა და მეც დიდი დრო არ დამიხარჯავს შეცვლაზე - ღარიბაშვილი განკარგულებებზე

ღარიბაშვილი დამალულ განკარგულებებზე თავს იმართლებს და ამტკიცებს, რომ მას პრემიერად დანიშვნისას ასეთი პრაქტიკა დახვდა და ამ პრაქტიკის შეცვლაზე დრო არც მას დაუხარჯავს.

ამის მიუხედავად, პრემიერის პოსტიდან გადამდგარი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში არც ერთი უკანონო გადაწყეყვეტილება არ მიუღია.  ექს პრემიერი ამტკიცებს, რომ მისი ხელმოწერილი დადგენილებები არავის დაუმალავს, მაგრამ არც გამოუქვეყნებელ დოკუმენტებში ხედავს პრობლემას. 

ჩემი პრემიერობის დროს არც ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია. არც ერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია ქვეყნის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მე არასდროს არ მქონია ინფორმაცია დამალული.

გულწრფელად, მარტივად აგიხსნით – ჩემი პოზიცია იყო შემდეგი – როდესაც მე მომმართავდა შეკითხვით ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტების წარმომადგენლები და ამა თუ იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, მე მქონდა პროტესტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკური იყო და ბუნებრივია, ჩვენი რეაგირება იყო შესაბამისი.

რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით და კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ მინდა გითხრათ, ამის ვალდებულება არ არსებობდა.

ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც ახლა დიდი დრო არ დამიხარჯავს ამაზე, მაგ პრაქტიკის შეცვლაზე. ჯერ ერთი, არ არის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტი, რომ ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს, ეს არ არის მანდატორული წესი, ეს არ არის მანდატორული პრაქტიკა. ჩვენ დავამუშავეთ ბევრი ქვეყნის მაგალითები, აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები, თქვენ გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა?!

როცა მოითხოვთ, მედია რატომ არ ითხოვდით არასდროს, სამი წელი ვიყავი პრემიერი, ერთხელ შემახსენეთ, როდის მოითხოვეთ ამა თუ იმ განკარგულების ასლი. მე რა თქმა უნდა, გაგიზიარებდით“, – ამბობს ღარიბაშვილი

"პირველების" ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" არაერთხელ მოითხოვა განკარგულებები, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციამ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა,  ყოფილმა პრემიერმა ჩვენს ჟურნალისტს უთხრა, რომ თავის რიგს დალოდებოდა, თუმცა "ოცნების" თავმჯდომარე შემდეგ ტრიბუნიდან გაიქცა და "პირველების" ჟურნლისტს კითხვების დასმის საშუალებაც კი არ მისცა. 

მსგავსი სიახლეები