მთავრობის პასუხისმგებლობა, ჩართოს მესამე სექტორი პროცესში, ეს მე-9 პირობაა და ის უნდა შესრულდეს - ჰერჩინსკი
ახალი გაფრთხილება "ოცნების" ხელისუფლებას - ევროკავშირის ელჩი საქართველოში ხელისუფლებას ეუბნება, რომ 9 პუნქტის შეასრულებად აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში და მოუწოდებს "ოცნებას", რომ მოძებნის სხვადასხვა გზა რომ ისინი ჩართოს პროცესში
ჰერჩინსკი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის საკვანძო მნიშვნელობის. ამიტომაა რომ მე-9 პირობა სწორედ ამაზე საუბრობს, რომ ყველა პირობა მიეცეს სამოქალაქო სახოგადოებას პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და არსებობს ძალიან მრავალფეროვანი სამოქალაქო ორგანიზაციები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს ორგანიზაციები მაქსიმალურად ჩაერთონ საკანომდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა რომ მოძებნის სხვადასხვა გზა რომ ისინი ჩართოს პროცესში. გასულ წელს პოზიტიური პროცესი დაიწყო დისკუსიების სახით მთავრობასა და მესამე სექტორს შორის. სამწუხაროდ გარკვეული მიზეზევის გამო სამუშაო პლატფორმები ზოგიერთმა დიდმა ორგანიზაციამ დატოვა და ახლა ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა რომ მოძებნის მათთან თანამშრომლობის გზა. ეს მეცხრე პირობაა და ის უნდა შესრულდეს", - განაცხადა ჰერჩნსკიმ.