იმედი გვაქვს არჩევნები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ევროკავშირი ამ პროცესს დააკვირდება - ჰერჩინსკი
ევროკავშირის საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მომავალმა არჩევნებმა უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა ჩაიაროს.
ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ თუ 2024 წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობაზე მკვეთრად იმოქმედებს.
პაველ ჰერჩინსკი ასევე "ოცნებას" ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენაც მოუწოდებს და ამბობს, რომ კომისიის უმარღლესი სტანდარტები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია.
ჩვენ გვაქვს იმედი რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის მეორე პირობა 9-დან. ევროკავშირი ამ პროცესს დააკვირდება და მნიშვნელოვანია რომ საარჩევნო პროცესმა ჩაიარო უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, არ არის მხარე, და არცერთი პარტიის მხარდამჭერი. ჩვენ ვზრუნავთ რომ ქვეყანაში ჩატარდეს არა მხოლოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩებნები, არამედ ასევე თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო საარჩევნო კამპანია, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარი შესაძლებლობა. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება შესრულებული მაქსიმალურად. ჩვენ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მომავალ კვირას ბრიუსელში ასოციაციის საბჭოს სხდომაზე, საქართველოს მთავრობასთან ერთად, და პროცესში ჩაერთვება ევროკომისარი ვარჰეი. ჩვენ იმედი გვაქვს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მთავრობა გაითვალისწინებს, რადგან კომისია აწესებს უმაღლეს სტანდარტებს, როცა ეს ეხება საარჩევნო პროცესს", - ამბობს ჰერჩინსკი.