უნდა გადავიდეთ სწრაფად მოლაპარაკების ეტაპზე, ეს კი მოითხოვს სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან - ჰერჩინსკი
უნდა გადავიდეთ სწრაფად მოლაპარაკების ეტაპზე, ეს კი მოითხოვს სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, მომავალ კვირას ირაკლი კობახიძე დაესწრება მნიშვნელოვან შეხვედრას ბრიუსელში და ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ შეთანხმება მოხდება.
ჰერჩინსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზადაა დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, მაგრამ საქმე საქართველომ უნდა გააკეთოს, ეს პროცესი კი მთავრობამ ინკლუზიურად უნდა წარმართოს.
მომავალ კვირას ირაკლი კობახიძე დაესწრება მნიშვნელოვან შეხვედრას ბრიუსელში, რომ ვიმსჯელოთ რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესზე. მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდებიან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ. ჩვენ უნდა გადავიდეთ სწრაფად მოლაპარაკების ეტაპზე, ეს კი მოითხოვს სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. იმპელემენტაციის პარალელურად მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანია დაიწყება ქვეყანაში. ევროკავშირი მზადაა დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, მაგრამ საქმე საქართველომ უნდა გააკეთოს და ეს პროცესი მთავრობამ ინკლუზიურად უნდა წარმართოს. ასევე პროცესში მნიშვმელოვანია ოპოზიცის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა", - ამბობს ჰერჩინსკი.