სპეკულაციურია, თითქოს მხოლოდ მმართველი პარტიის ხმებით მოხდა ჩემი არჩევა - გიორგი კალანდარიშვილი
სპეკულაციურია, თითქოს მხოლოდ მმართველი პარტიის ხმებით მოხდა ჩემი არჩევა - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
ცესკოს დრობითი თავმჯომარე ფიქრობს, რომ თუ ოპოზიცონერი მოადგილე აღარ ეყოლება, ეს დიდად ცესკოს მუაშობაზე გავლენას არ მოახდენს.
კალანდარიშვილის თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებას არაპროფესიულია.
„სპეკულაციურია ის საკითხი, თითქოს მხოლოდ მმართველი პარტიის ხმებით მოხდა ჩემი არჩევა. შეგახსენებთ მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა ჩემს კანდიდატურას მეორე არჩევისას და როგორც მმართველი პარტია, ასევე სხვა პოლიტიკური ჯგუფები და გაერთიანებები იღებდნენ მონაწილეობას ჩემს არჩევაში. რაც შეეხება იმას, რამდენად ეფექტიანი იქნება ჩემი არჩევა, ალბათ, სჯობს შევაფასოთ ჩემი მმართველობის პერიოდში ჩატარებული არჩევნები. უნდა აღინიშნოს ის, რომ რამდენიმე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მომეცა, მათ შორის საერთო მუნიციპალური არჩევნების, სადაც ეუთო-ოდირი დადებითად აფასებს საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას.
როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ, რამდენად ეფექტიანი იქნება კონკრეტული პირის კონკრეტულ პოზიციაზე არსებობა, უნდა ვიხელმძღვანელოთ გარკვეული ინდიკატორებით, რომელიც ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით მოიცავს გამჭვირვალობას, მუიუკერძოებელ, დამოუკიდებელ საქმიანობას. რაც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დღევანდელ განცხადებაში ამოვიკითხეთ და ამის ფაქტად და მოცემულობად წარმოჩენა არის ის, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია მმართველი პარტიის დაქვემდებარებულ უწყებას წარმოადგენს, განსაკუთრებით ევრტიკალის ნაწილში და ის, რომ თითქოს ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ეს კვლავ გაგრძელდება, ეს არის, როგორც მინიმუმ, არაპროფესიული შეფასება", - ამბობს კალანდარიშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს.
როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ელოდება, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მმართველ პარტიას უკან დახევას ურჩევს - გავლენიან ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ცესკოს ახალი წესებით დაკომპლექტება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
მესამე სექტორის წარმომადგენლები "ოცნებას" ურჩევენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცესკო ერთპარტიული ორგანო გახდება და დამოუკიდებლობას სრულად დაკარგავს.